17.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
18:08:02

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარისა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6272 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6008 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0264 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0468 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 3.0081 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0387 ლარი შეადგინა.

 

Share