5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:37:36

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

By: Admin
2024-02-12 11:23:25
204

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ აშშ დოლარით).

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

"მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში  873,677,043 აშ  დოლარი შეადგინა.  2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა - 27.4%. 

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.

2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.

გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.

2023 წლის  ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა.

2023 წლის IV  კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა",- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Share