ვალუტის კურსი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 338.2 მლნ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ აშშ დოლარი (შემცირდა 10.2 პროცენტით).
საქსტატის ცნობითვე, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.