5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:32:05

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ სამღებრო-სათუნუქე სივრცისა და ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გამართა

By: Admin
2024-02-19 18:46:53
204

ბათუმში, გაგარინის ქუჩის #1-ში, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსებული სამღებრო-სათუნუქე პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება. ახალი სივრცის გახსნასთან ერთად, კომპანიამ ტოიოტას განახლებული, მეორე თაობის C-HR-ის პრეზენტაციაც გამართა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ სამღებრო-სათუნუქე სივრცეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის შეკეთება, უახლესი დანადგარებისა და ტექნოლოგიების საშუალებით. მომხმარებლები ადგილზე მიიღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა ავტომობილის დაშლა-აწყობა, სათუნუქე სერვისები, სამღებრო სამუშაოები, ფირის გადაკვრა ავტომობილზე და სხვა.

გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორიჩვენთვის ძალიან საამაყოარომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენს მომხმარებელს ძალიან საჭირო და სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებთტოიოტას სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეში ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ქარხნული სიზუსტის მისაღწევად გამოიყენებენ მწარმოებლის მიერ დადგენილ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინსტრუმენტებს. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე საამქრო სხვადასხვა სერვისს აერთიანებსგამორჩეულია შეღებვისა და ფერთა შეზავების მიმართულებაცალკეა გამოყოფილი თვლების შეყრის სივრცეასევე ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილზე ფირების გადაკვრის სერვისიამ სივრცის გახსნით მომსახურების სრული ჯაჭვი იკვრება - ავტომობილის შეძენა-სერვისიდან შეკეთებამდეჩვენი მომხმარებელი ნებისმიერ მომსახურებასრომლებიც შეიძლება ავტომობილთან დაკავშირებით დასჭირდესუკვე სრულყოფილად მიიღებს“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელიც წარუდგინეს. მეორე თაობის C-HR განახლებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური პარამეტრებით.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: ჩვენს მომხმარებლებთან ერთადმოუთმენლად ველოდით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის ახალ თაობასთან პირველ შეხვედრას - შთაბეჭდილებამდარწმუნებული ვარმოლოდინს გადააჭარბაგარანტირებული ხარისხისანდოობაეკონომიურობა და დიზაინირომელიც არასდროს დარჩება შეუმჩნეველი - ეს ავტომობილი ნამდვილად შექმნილია მიზანსწრაფული  და თავდაჯერებული ინდივიდებისთვისრომლებიც თამამად ხვდებიან თანამედროვე გამოწვევებს. „

ექსპრესიული დიზაინით, მართვის სიმსუბუქითა და საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამორჩეული ახალი მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით. სტანდარტულ 1.8 და 2.0 ძრავაზე მომუშავე ორი წამყვანი თვლის მქონე მოდელებს დაემატა 2.0 ძრავაზე მომუშავე ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ავტომობილი. სიმძლავრეც, შესაბამისად, 140 და 196 ცხენის ძალაა. განახლებული მოდელი მაქსიმალურად ეკომეგობრულია, ინტერიერის ძირითადი ნაწილი ვეგანური მასალისაგანაა დამზადებული.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ღონისძიება Courtyard by Marriott Batumi-ს, „თიბისი დაზღვევისა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ კომპანიის ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი ბათუმი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოშიკომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისადმისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებულისერვისცენტრი აღჭურვილია უახლესილიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებითრომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგსორიგინალ სათადარიგო ნაწილებსაქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

Share