4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:01:47

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ვახორციელებთ

By: Admin
2024-02-28 10:39:43
204

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში,  ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით ახალი საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. 

"ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ითვალისწინებს როგორც არსებული კვლევებისა და ტექნიკური მასალების შესწავლას, ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას.

აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

Share