5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:33:27

ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება

By: Admin
2024-03-19 14:40:05
204

გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პროექტს ეხებოდა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამუშაოები ივნისში დაიწყება.

„დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება პირველ, ძირითად  ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share