
დღეიდან "თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯპს-სა და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ.
“ჯპს-სა და "ფარმადეპოსთან" თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთლეობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი მომხმარებლები ყოველ თვე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდებზე”, - "თიბისი დაზღვევა".
"თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლები ჯპს-სა და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ კოსმეტიკის, საკვები დანამატებისა და ვიტამინების ბრენდებზე. ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ https://bit.ly/3Iizrld.
Share