2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:55:49

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო უერთდება - უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელბს

By: Admin
2018-09-07 12:42:04
204

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში  საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი, მეტიც განვახორციელოთ ცვლილებები, რომელიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის ვგეგმავთ მთელ რიგ ცვლილებებს. ეს ცვლილებები მოემსახურება მეთ პროგრესს. ასევე ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას“,-აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

 

Share