5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:33:31

Georgian Wings თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

By: Admin
2024-03-28 13:18:42
204

7 მაისიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი
თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.

"ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და ავიასალაროებში.

Georgian Wings-ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Share