2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
11:08:24

Moodys-მა „თიბისი ბანკის“ საკრედიტო რეიტინგების პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა

By: Admin
2024-04-05 14:05:14
204

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა "თიბისი ბანკის" გრძელვადიანი დეპოზიტების და ემიტენტის რეიტინგები Ba2-დონეზე დაადასტურა, ხოლო  პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურ”-ზე შეცვალა.

რეიტინგების სტაბილური პროგნოზი ასახავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მოლოდინს, რომ ბანკის მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები, ასევე, ძლიერი კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციები მომავალშიც შენარჩუნდება. 

აღსანიშნავია, რომ Moody’s-მა "თიბისი ბანკის" საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA)) და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2- ნიშნულამდე გაზარდა. 

ასევე, გადაიხედა და გაუმჯობესდა ბანკის გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე.

Share