2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
11:05:15

„თიბისის“ მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატი 2024 გაიმართება

By: Admin
2024-04-10 16:50:35
204

„თიბისის“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია წლის მთავარ შეჯიბრებას, საქართველოს ჩემპიონატს სამთო-სათხილამურო დისციპლინაში გუდაურში, გამართავს.

12-13 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო სპორტში ქვეყნის საუკეთესო მოთხილამურეები გამოვლინდებიან.  შეჯიბრება ტარდება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში 2010-2011, 2009-2008, 2007 და მეტი. 

ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და საქართველოს მთიანი რეგიონების სამთო-მოთხილამურეებისთვის ეს დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„თიბისი“ მხარს უჭერს მრავალ სპორტულ პროექტს, რომლებიც ახალი თაობის განვითარებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას. 

Share