1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
09:20:57

„საქართველოს ბანკმა“ 300 000 000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა

By: Admin
2024-04-11 11:52:14
204

"საქართველოს ბანკმა" 300 000 000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-თ განისაზღვრა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities. ტრანზაქციის თანა მენეჯერია გალტ & თაგარტი. 

„ტრანზაქციის ზომა და ფასი იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ გაძლიერდა ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და როგორ და სულ უფრო მეტად იზრდება ბანკის  ნდობა ინვესტორების მხრიდან“,- აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის წამყვანი საინვესტიციო ბანკი- Peel Hunt ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.   

„მოხარული ვარ, რომ დღეს "საქართველოს ბანკის" ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. ჩვენ 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი უვადო სუბორდინირებული ბონდები გამოვუშვით, რომლის განთავსებაც ირლანდიურ საფონდო ბირჟაზე მოხდება. ეს ტრანზაქცია არის იმის დასტური, რომ ინვესტორების მაღალ ინტერესსა და ნდობას ვიმსახურებთ“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.

ფასიანი ქაღალდების განთავსება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე იგეგმება და მათი რეიტინგი B- (Fitch) და B2 (Moody’s) იქნება. 

Share