3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:56

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ ბაზარზე ფინანსური ვალდებულებების დაზღვევის ახალი პროდუქტი გამოიტანა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს  სადაზღვევო   ჯგუფმა  სადაზღვევო  ბაზარზე გამოიტანა  ფინანსური ვალდებულებების დაზღვევის ახალი პროდუქტი გამოიტანა, რაც საერთაშორისო   სავალუტო  ბაზარზე  „დაზღვეულ ვაჭრობას“ ითვალისწინებს.  

ახალი პროდუქტის ფარგლებში,  საქართველოს  სადაზღვევო  ჯგუფი  კომპანია   “თბილისის  ტრეიდერთა  კლუბის„  (HDForex)  ექსკლუზიურ  მზღვეველს  წარმოადგენს. შესაბამისად მიმდინარე  წლის  1  ნოემბრიდან  HDForexის   კლიენტებს  დაზღვეული  სავალუტო ვაჭრობა   დამატებითი  გადასახადის  გარეშე   შეუძლიათ.“

საქართველოს  სადაზღვევო   ჯგუფმა  სადაზღვევო  ბაზარზე  ოპერირება  2017  წლის  ივლისის  თვეში  დაიწყო.  კომპანიის   მიერ ამ ეტაპისთვის, ჯანმრთელობის  დაზღვევის  კუთხით    უკვე  დაზღვეულია კერძო სადაზღვევო სქემით დაზღვეული ადამიანების 6-7% .

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გადამზღვეველ კომპანიებთან, რაც  საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის  არა -სიცოცხლის  დაზღვევის პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

Share