2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:56:14

„ვენდიმ“ ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო - Daves Way მიიღო და ბრენდის არსებობის 48-ე წლისთავი აღნიშნა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო, Dave's Way-ის სერტიფიკატი მიიღეს.

Dave's Way სერტიფიკატი გადაეცემა რესტორანს, რომელიც "ვენდის" მთელს საერთაშორისო ქსელში გამოირჩევა  საკვების უსაფრთხოებით, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემით, გემოვნური თვისებებით, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით და სისუფთავით.

დაჯილდოების ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდი "ვენდის" რესტორნის ორი წლის იუბილესა და 48 წლის წინ, 15 ნოემბერს ამერიკაში, ოჰაიოს შტატში "ვენდის" მსოფლიოში პირველი რესტორნის დაარსების დღეს დაემთხვა.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, "ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო "ვენდის" დაფუძნების დღე Dave's Way ხარისხის სერტიფიკატის დაჯილდოების ცერემონიალს დაემთხვა.

"ვისოლ ჯგუფისთვის", ისევე როგორც "ვენდისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება,, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და საერთო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". საქართველოში, "ვენდის" არსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე. დღეს მივიღეთ ყველაზე დიდი ჯილდო, თუ რამე არსებობს "ვენდის" სისტემაში 1969 წლიდან. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ყველაფერს საქართველოში ვაწარმოებთ და სწორედ ამ მხრივ მივიღეთ გამორჩეული აღიარება, გამორჩეული წოდება, რაც არის ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე პროდუქციის რეალიზატორი კომპანია. ჩვენ ამ მხრივ საქართველოში ყველასგან გამოვირჩევით და ყოველთვის მთავარი ფოკუსირება გაკეთებული იქნება სურსათის უვნებლობაზე და იმ პროდუქციის ხარისხზე, რომელიც არის აბსოლუტურად ყველა სტანდარტით წინ და სწორედ ეს იქნება ერთადერთი გზა, რომლითაც გავაგრძელებთ ცხოვრებას. შესაბამისად, Dave's Way ხარისხის ჯილდო ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა", - განაცხადა ფხაკაძემ.

დაჯილდოებასა და იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პეინმა, "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა, საერთაშორისო განვითარების დირექტორმა დარილ ბაერერმა, "ვენდის" საერთაშორისო ფინანსურმა დირექტორმა ბრენდონ გუტრიემ და "ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძემ მიიღეს.

როგორც ბრენდის საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პეინმა აღნიშნა, Dave's Way ხარისხის ჯილდო რესტორნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა "ვენდის" ბრენდისთვის. დღეს აღვნიშნავთ 48-ე დაბადების დღეს, მას შემდეგ რაც ბრენდმა არსებობა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოჰაიოში დაიწყო. 1969 წელს ბრენდის დამფუძნებელ დეივ ტომასს ჰქონდა ოცნება, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბურგერ-რესტორანი გაეხსნა. ვფიქრობ, ის ძალიან ამაყი იქნებოდა, იმით რომ დღეს ჩვენ საქართველოში, მსოფლიოში "ვენდისის" ყველაზე დიდ რესტორანში dave's way-ის ჯილდოს მიღებას აღვნიშნავთ. ყოველთვის მიყვარს ამ ქვეყანაში ჩამოსვლა, რადგან აქ ფანტასტიური სტუმარ-მასპინძლობაა და აქ "ვენდის" ბრენდისთვის მშვენიერ სამუშაოს ახორციელებენ. dave's way-ის ხარისხის ჯილდო არის ძალიან მნიშვნელოვანი და მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის გარემოება, რომ ამ დღეს ასევე დაფუძნების დღეს აღვნიშნავთ", - განაცხადა "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პეინმა.

აღსანიშნავია, რომ იუბილეს აღნიშვნასთან ერთად, ბრენდმა რამდენიმე საუკეთესო თანამშრომელიც დააჯილდოვა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ჯილდო, იმიტომ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებდი ყველაფერს, იმისთვის, რომ Dave's Way ხარისხის ჯილდო დაგვემსახურებინა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ეს არის ჩვენი, მთელი გუნდის დამსახურება. მეამაყება, რომ ეს ჯილდო მივიღეთ და სამომავლოდ გავაგრძელებთ უფრო მეტ ჩართულობას, რათა კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ", - აღნიშნა "ვენდის" ვაკის ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა თეონა ქართველიშვილმა.

 

(R)

Share