1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:27:48

სოსო არჩვაძე: ლარის ვარდნა ხანგრძლივ პერიოდში ნამდვილად არ არის მოსალოდნელი

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების გაგრძელება მოსალოდნელი არ არის.

„წელს უკვე გვქონდა ანტირეკორდი, როცა კურსი იყო 2.76- იანვრის დასაწყისში. ლარს ეს ფსიქოლოგიური მიჯნა, თუ ფსკერი ჯერ კიდევ არ გადაულახავს. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლარის დაცემასაც აქვს თავისი ობიექტური ზღვარი და სწორედ ეს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, რაზეც  ხელისუფლების  წარმომადგენლები აპელირებენ, თუმცა შესაბამისი სრული განმარტების გარეშე. ვფიქრობ, ლარის შემდგომი ვარდნა  უფრო  ხანგრძლივ პერიოდზე ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის მოსალოდნელი“,-აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ცნობისთვის, ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა.

Share