ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4085 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4088 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო დღეს, 2.7057 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7022 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.
Share