-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:23

არჩილ მესტვირიშვილი: თუ ლარის კურსის გადახრა ინფლაციას შეუქმნის საფრთხეს, მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ

By: Admin
2018-09-07 12:41:37
204

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ ლარის კურსი ფუნდამენტური მდგომარეობიდან დიდი ხნით იქნება გადახრილი  და ინფლაციას შეუქმნის საფრთხეს, მონეტარულ პოლიტიკას  გაამკაცრებენ.

„მართალია გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ ფუნდამენტური მდგომრეობიდან დიდი ხნით იქნება გადახრილი, რამაც შეიძლება ინფლაციას შეუქმნას საფრთხე, მოვახდენთ რეაგირებას, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორები, როგორც ახლა აცხადებენ, გაზრდიან ფასებს, მესტვირიშვილი ამბობს,  რომ ამაზე რეაქცია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება.

"თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის იმპორტიორი და ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებელი, ადრე გვახსოვს, რომ გაზარდეს ფასები და შემდეგ მოუწიათ ისევ შემცირება, ბუნებრივია, ამასთან გვექნება საქმე. დამატებით, დღეს ვაპირებთ გამოვაქვეყნოთ ბლუმბერგში ბანკების მონაწილეობა. ხშირად გვესმის, რომ ამ სისტემაში ორი ბანკი ახდენს გავლენას და ამის საპასუხოდ ვაპირებთ კონკრეტული ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

Share