3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:30:36

ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 3.19 ლარი გახდა

By: Admin
2017-11-15 20:49:55
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6955 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6830 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0125​ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა. 1 ევრო ხვალ, 3.1920 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 3.1437 ლარად იყო  შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0483 ლარი შეადგინა.

Share