ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6955 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6830 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა. 1 ევრო დღეს, 3.1920 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 3.1437 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0483 ლარი შეადგინა.
Share