1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:07:05

ოქტომბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 20%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 12:41:31
204

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 307.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20%-ით (20.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მილიონი აშშ დოლარი (46.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მილიონი აშშ დოლარისა (42.0 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.


Share