ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7268 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.7039 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0229 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარის კურსი მასთან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა. 1 ევრო ხვალ, 3.2176 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 3.1836 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0340 ლარი შეადგინა.
Share