
თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას" სთავაზობს.
დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე.
სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ.
ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა;
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი; სტიქიური მოვლენები; საგნების დაცემა; ხანძარი, აფეთქება.
ქონების დაზღვევა ბიზნესის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს და ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას 50 000 ლარის ფარგლებში.
პროდუქტით სარგებლობა სტარტაპერებისთვის თვეში მხოლოდ 25 ლარად არის შესაძლებელი.
ქონების დაზღვევა მოიცავს: რემონტს და მოპირკეთებას; სასაწყობე მარაგების დაზღვევას; მანქანა -დანადგარების დაზღვევას; პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის წინაშე; დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას.
„სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლის წინ.
„სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზეwww.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტარტაპერებისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო პროდუქტების შესახებ.
(NS)
Share