2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:45:01

ოქტომბერში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 12:41:11
204

2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.1 პროცენტი შეადგინა) და პირველი ნოემბრისათვის 33.5 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.7 პროცენტია.

Share