5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:55:45

ლარი ევროსთან მიმართებაში კიდევ 2 თეთრით გაუფასურდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7062 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7137 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0075 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.2112 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.1897 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0215 ლარი შეადგინა.

Share