4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:55:56

ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“- ის წოდება მიენიჭა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპს WiFisher-ს Forbes Startup 2017-ის წოდება მიენიჭა. 

სტარტაპი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის მონაწილეა, რომელმაც ბიზნესისთვის ახალი სარეკლამო პლატფორმა შექმნა.  ინოვაციური სერვისი კომპანიას საშუალებას აძლევს, სპეციფიკურ ადგილებში რეკლამა WiFi-ის ჩართვამდე რამდენიმე წამით ადრე განათავსოს. 
 
ინოვაციური სერვისი  ბიზნესს ეხმარება, სწორად განსაზღვროს მისთვის სასურველი სეგმენტი, გააანალიზოს თითოეული მომხმარებლის ქცევა, სურვილი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, WiFisher-ს დახმარებით განათავსოს რეკლამა სპეციფიკურ ადგილებში - მოლებში, რესტორნებში, სასტუმროებსა თუ ბანკის ფილიალებში, რაც სამომავლოდ კომპანიას  მოგების გაზრდაში დაეხმარება.

WiFi  ანალიტიკისა და მარკეტინგის პლატფორმა ქართულ ბაზარზე 2  წელია არსებობს. ლიტვის ბაზარზე ქართული სტარტაპი წელს შევიდა, ხოლო 2018 წლის ბოლომდე ევროკავშირის 7 ქვეყანაში აპირებს გაფართოებას. 

ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“-ის წოდება ბიზნესგამოცემა „Forbes”-ის ქართულმა გამომცემლობამ  ნომრის მე-100 საიუბილეო  პრეზენტაციაზე მიანიჭა, სადაც პირველი ნომინანტები დაასახელა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ: Forbes Woman 2017, Forbes Property, Forbes startup, Forbes Entreprenuer და Forbes Social Impact. 

WiFisher - ი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე, 5000 ლარიანი გრანტების პროგრამის მონაწილეა.  2017 წლის მაისში WiFisher-ი სამგზავრო გრანტით დაფინანსდა და ლას ვეგასში Black Smith Global  LTD-ის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო კომპანიის ინვესტორების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, საიდანაც საინტერესო წინადადებებითა და პერსპექტივებით დაბრუნდა. 

2017 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სულ 56 აპლიკანტი დააფინანსა, მათგან 24-მა  სამგზავრო გრანტი  მიიღო. 

(NS)

Share