4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:07:55

ლარმა ევროსთან მიმართებაში ახალი ანტირეკორდი დაამყარა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7183 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7062 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0121 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.2440 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.2112 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0328 ლარი შეადგინა.

Share