
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მისი შეძენა 2.7162 ლარად არის შესაძლებელი.
გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.6950 - 2.7213.
გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.7013 კურსით დაიწყო და 0.78% -იანი გაუფასურება ფიქსირდება.
ცნობისთვის, თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.7162 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6951 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა.
Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ნოემბრის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.6344-დან 2.7200-მდე მერყეობდა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7183 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.2440 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.2112 ლარია.
Share