4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:56:03

კომერციულ ბანკებში ევროს ღირებულებამ 3.32 ლარს მიაღწია

By: Admin
2018-09-07 12:41:00
204

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.73-დან 2.76 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.26-3.32 ლარია.

„საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.755 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.675 ლარად. 1 ევროს ყიდვა 3.303 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა - 3.183 ლარად.

„თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.7650 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.6750 ლარად. ევროს შეძენას 3.3270 ლარად არის შესაძლებელი - გაყიდვა 3.1670 ლარად.

„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარი 2.7380 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.6940 ლარად შეგიძლიათ. 1 ევრო 3.3050 ლარი ღირს, გაყიდვა 3.1920 ლარად შეგიძლიათ.

ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.7400 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.6900 ლარად. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვას 3.2800 ლარად შეძლებთ, გაყიდვას - 3.2000 ლარად.

„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.7480 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.6980 ლარად არის შესაძლებელი. 1 ევრო 3.2990 ლარი ღირს, გაყიდვის შემთხვევაში კი, 3.2080 ლარს მიიღებთ.

„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.746 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.694 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3.312 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.179 ლარად შეგიძლიათ.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.7600 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2.6800 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3.3200 ლარი ღირს, მისი გაყიდვა 3.1740 ლარად არის შესაძლებელი.

„ტერაბანკში“ დოლარის ფასი 2.7500 ლარია, მისი გაყიდვა კი, 2.6750 ლარად შეგიძლიათ. ევროს ყიდვა 3.3150 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 3.1640 ლარად.

რაც შეეხება „ფინკა ბანკს“, აქ 1 დოლარი 2.7300 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.7120 ლარს მიიღებთ. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვა 3.2600 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა 3.2320 ლარად.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 2.74-2.76 ლარია, ევრო კი, 3.24-3.26 ლარი ღირს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 2.7183 ლარი გახდა, ევროს ღირებულება კი, 3.2440 ლარი.

Share