1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:34:37

დიმიტრი ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას არ ჩაანაცვლებს

By: Admin
2018-09-07 12:40:57
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას არ ჩაანაცვლებს.

ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობის კომენტირებისას გააკეთა.

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონით, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

(NS)

Share