
ევროპის რეკოსნსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ალან პიუს განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებს.
როგორც პიუმ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მიერ მიღებული წარმატება ნათელია.
ამასთან, EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და ქვეყანაში ჩატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა.
„როგორც იცით საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. აღნიშნული ურთიერთობების წარმატება ისახება 3 მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციაში, ასევე 200 პროექტში, რომელიც განხორციელდა საქართველოში. წელს ვაპირებთ, რომ ინვესტიციის სახით 3 მილიონი ევრო ჩავდოთ და ველოდებით, რომ მომავალ წელს ინვესტიციების ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდება, ეკონომიკის ყველა სფეროში. ის წარმატება, რომელიც საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა არის მისი განვითარების ნათელი მაგალითი. ამას ამყარებს პრემიერის 4-ფუნქტიანი გეგმაც. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რადგან იცით, რომ საქართველოს აქვს წყალი. ჩვენ ჩართული ვართ სხვადასხვა ტრანზაქციებში, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ხელისუფლებასთან. ჩვენ გავაგრძელებთ, საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას მოავალშიც“, - განაცხადა ალან პიუმ.
Share