3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:32:15

დიმიტრი ქუმსიშვილმა ენერგეტიკის სფეროში არსებულ საინვესტიციო მდგომარეობაზე ისაუბრა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ენერგეტიკის სფეროში არსებულ საინვესტიციო მდგომარეობაზე ისაუბრა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა დასმულ შეკითხვაზე - მცირდება თუ არა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა, უპასუხა:

„სინამდვილეში არა. ენერგეტიკასთან მიმართებაში, ჩვენ უბრალოდ დგვემთხვა ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა ერთდროულად დასრულდა და ჰიდროელექტროსადგურები მწყობრში შევიდა. ამ წუთის მდგომარებით იდენტიფიცირებული ჰიდროელექტროსადგურები არის დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა კონკრეტული პროექტის მიმართულებით. პრაქტიკულად მთავრობის ყველა სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს გამოქვს ახალი მემორანდუმები, რომელიც უკვე ფორმდება ჰიდროელექტროსადგურების პოტენციურ მფლობელებთან“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანების საკითხი.

„ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება. მინდა აღვიშნო, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხდება ოპტიმიზაცია და რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ დააკნინებს ან შეამცირებს ყურადღებას ენერგეტიკის მიმართ“, - აღნიშნა მინისტრმა. 

(NS)

Share