1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:27:11

პრემიერი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ძალიან წარმატებულად აფასებს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის  აბრეშუმის გზის ორ დღიანი ფორუმი შეაჯამა და მას ძალიან წარმატებული უწოდა.

პრემიერის შეფასებით,  მას აუცილებლად დადებითი შედეგი მოჰყვება:

„ნამდვილად ყველამ აღნიშნა, რომ ეს ფორუმი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება იყო. 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მტი დელეგატი ეწვია ფორუმს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა და ნამდვილად შედეგი იქნება აუცილებლად. ჩვენ გვაქვს უკვე დაახლოებით 10-მდე ფორუმის განმავლობაში ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმება. იყო ორმხრივი შეხვედრები, უამრავი ორმხირივი შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან, ესწრებოდა ფორუმს 2 პრემიერ-მინისტრი , უკრაინის და მოლდოვის, ვიცეპრემიერები ყაზახეთიდან, სლოვენიიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები, ესწრებოდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვიცე-პრეზიდენტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფორუმის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთაგან   რამდენიმე პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა: 

„ეს არის ევროპის საინვესტიციო ფონდსა და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რისი მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით 90 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი ფინანსური რესურსი კონკრეტულად ამ მიმართულებებით. ასევე დაფუძნდა საქართველოს მშენებლობის ევროვნული ფონდი, ეს არის შანხაის უმსხვილესი „ჰუასინის“ ენერგეტიკულ კომპანიას „სიევსისა“ და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი, რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს. ეს არის ასევე სასქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების გნავითარების და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომლის მიზანი არის საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითრება საქართველოში. მისასალმებელია, რომ ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ სასქართველო არის რეგიონის სატრანსპორტო ინვესტიციების, ლოგისტიკის და სერვისების ჰაბი, და, რა თქმა უნდა, ამ ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის სატრანზიტო ლოგისტიკური და საწარმოო საექსპოერტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, არის აბსოლუტურად სწორი და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავისი ჩამოსვლით დაადასტურა თვისი ინტერესი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მიმართულებით”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფორუმის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა:

“ბევრი სამინისტრო იყო ჩართული, ძირითადი წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით იყო მაქსიმალურად ყველაფერი გათვალისწინებული შესაბამისი სტრუქტურების მიერ, და დიდი მადლობა მართლაც, ასეთ დონეზე რომ  წამოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Share