ვალუტის კურსი

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება ლარის კურსის სტაბილურობასთან პირდაპირ პროპორციულ კავშირში იქნება.
ფხაკაძე ლარის გაუფასურებას, არსებულ ნეგატიურ მოლოდინებს არ უკავშირებს.
"ეკონომიკური აგენტები მოქმედებენ იმ საბაზრო კონიუქტურიდან გამომდინარე, რომელიც ყალიბდება ამა თუ იმ ბაზარზე. ყოველთვის უარვყოფ იმას, რომ რაღაც სპეკულაციური მოლოდინები არსებობს. არსებობს მოთხოვნა და მიწოდება. ეს არის ფუნდამენტური ბაზა, რაზეც აიგება საბაზრო ეკონომიკა და შესაბამისად ეკონომიკური აგენტები რეაგირებენ ამ მოთხოვნა-მიწოდებაზე. თუ მოხდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ეს პირდაპირ პროპორციულ კავშირში იქნება ლარის კურსის სტაბილურობასთან", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
Share