1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:28:20

ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასდროს ჰქონია

By: Admin
2018-09-07 12:39:53
204

„თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, საქართველოს ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასდროს ჰქონია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია.

ბახტაძე ფიქრობს, რომ მომავალი წელი ამ მიმართულებით კიდევ უფრო კარგი იქნება.

„მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევოკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 9 თვეში, საქართველოში შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 მილიარდ 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Share