2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:59:04

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6673 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.6794 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0121 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 3.1466  ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.1462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. 

Share