-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:11:37

ქუმსიშვილი: წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მილიარდ 700 მილიონ აშშ დოლარს ველოდებით

By: Admin
2018-09-07 12:39:49
204

პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოქტომბრის თვეში ტურიზმის მიმართულებით ძალიან კარგი ზრდა დაფიქსირდა -   დაახლოებით 19%-იანი ზრდა შემოსავლების მიმართულებით, რაც ნომინალში 35 მლნ დოლარია.

„შესაბამისად, ოქტომბრის თვეში ტურიზმის სფეროდან ჩვენ 218 მლნ აშშ დოლარი მივიღეთ. ტურიზმის ჯამურიმაჩვენებლების თანახმად, წელს, 10 თვეში 2 მლრდ 500 მლნ აშშ დოლარი გვაქვს მიღებული ტურიზმის სექტორიდან. შესაბამისად, წლის ბოლომდე 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით", -  აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)

Share