ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6673 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.6794 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0121 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო დღეს, 3.1466 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.1462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
Share