1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:12:27

„საქართველოს რკინიგზა“: სამგზავრო მატარებელს სარკინიგზო გადასასვლელზე სატვირთო მანქანა გვერდიდან შეეჯახა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს სარკინიგზო გადასასვლელზე, სატვირთო მანქანა გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა.

„დღეს, 6 სთ 50 წუთზე, ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთის მე-7 კილომეტრზე გრაფიკის დაცვით მოძრაობდა მატარებელი N605, რა დროსაც სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ შეძლო მანქანის დამორჩილება და ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს (#605) სარკინიგზო გადასასვლელზე გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია. არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჯანმრთელობის მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა. შემთხვევის ადგილზე პრობლემის აღმოსაფხრვრელად საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად გამოცხადნენ და ყველა საჭირო სამუშაო დროულად შეასრულეს. აღნიშნულ შემთხვევას არ გამოუწვევია სხვა მატარებლების შეფერხება და ყველა მატარებელი გრაფიკის შესაბამისად გადაადგილდება“,-აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

 

(NS)

Share