-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:02

იანვარ-ნოემბერში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.9%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 12:39:39
204

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9563.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2439.8 მილიონი აშშ დოლარი იყო (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7124.1 მილიონი აშშ დოლარი (8.8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 4684.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.

Share