-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:00

ბახტაძე: ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენისას, ყურადღება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე გაამახვილა.

როგორც ბაზტაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა.

"ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია. 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით 2017 წელს, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს ამ სექტორიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს საერთაშორისო ტურიზმიდან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

(NS)

Share