ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით კიდევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5473 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5453 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 3.0081 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0001 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0080 ლარი შეადგინა.
Share