4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:44:43

მამუკა ბახტაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

By: Admin
2017-12-19 19:22:49
204

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ  პასკალ მენიეს შეხვდა.

უწყების პრესსასახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე  ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის მარტში თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული ოფისის გახსნის მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე, მათ შორის, ისეთ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება.  

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სტუმარს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და მომავალ წელს ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებით დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების გამარტივების მიმართულებით.

 

(NS)

Share