5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:53:05

„ვისოლ ჯგუფი“ ქველმოქმედებას „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision-თან და We Help–თან ერთად განახორციელებს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ვისოლ ჯგუფი“ თავისი კორპორაცული სოციალური პასუხისმგებლობის  სტრატეგიის დანაპირებს – „ ჩვენ ვქმნით მომავალს“  ახალ პარტნიორებთან – „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision-თან და We Help–თან ერთად განახორციელებს და გააფართოვებს იმ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქამდე უწევდა თანადგომას.

შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ თავისი შვილობილი კომპანიების „ვენდის“, „დანკინ დონატსის“ და „სმარტის“ ერთგულ მომხმარებელთან და ახალ საერთაშორისო თუ  ადგილობრივ  საქველმოქმედო  ფონდებთან  ერთად, დაეხმარება ადამიანებს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია.

„ვისოლ ჯგუფი“ მასში შემავალი კომპანიების მეშვეობით, აგრძელებს აქტიურობას  სოციალური კორპორაციული პასუხიმგებლობის კუთხით და ძალიან მიხარია, რომ მემორანდუმი გავაფორმეთ  საქართველოში მოქმედ სამ წამყვან ფონდთან. ჩვენი მომხმარებლის დახმარებით შეგროვდება თანხები, რომელიც მოხმარდება იმ საქმიანობას, რომელსაც თითოეული ფონდი ეწევა საქართველოში. სამივე ფონდი საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილია. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მათი დახმარებით კიდევ ბევრი სიკეთის გაკეთების საშუალება მოგვეცემა“, - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

„დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“  2013 წლის აპრილში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა. ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და მხოლოდ შემოწურილობებით  არსებობს, მათ შორის კერძო თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლების  მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხით. შედეგად, ფონდი უკვე დაეხმარა 267 ბავშვს, რაც თანხობრივად ჯამში 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.

„ძალიან სასიხარულო დღეა, რადან დღეს მოხდა ვისოლ ჯგუფსა და „დიმიტრი ცინცაძის  სახელობის ფონდს“ შორის მემორანდუმის გაფორმება. საქართველოს მაშტაბით „სმარტის“ ყველა ობიექტში განთავსდება  დიმიტრი ცინცაძის სახელობის შესაწირი ყუთები. თანხები პირდაპირ მოხმარდება და ხმარდებოდა ყოველთვის დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის შვილობილებს. დღეს ბედნიერი დღეა, პირველ რიგში ამ ბავშვებისთვის და კიდევ მოგიწოდებთ რომ შემოგვიერთდეთ, ვიბრძოლოთ ამ ბავშვების სცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა კახაბერ ჯანაშვილმა.

ორგანიზაცია We Help დაარსდა 2013 წლის აგვისტოში. ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია: დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება; შეწირულობის გაკეთების სიმარტივე ონლაინ გადახდის საშუალებით; სოციალური ქველმოქმედების კულტურის დანერგვა და პოპულარიზაცია; საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. ორგანიზაციის მთავარი  მახასიათებლებია: გამჭირვალობა, სიმარტივე და სანდოობა. We Help პირველი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც Crowd Funding სისტემით მუშაობს.

„დღეს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, „ვისოლ ჯგუფმა“ გადაწყვიტა, მოგვცეს საშუალება დავდოთ ჩვენი ქველმოქმედების ყუთები „დაკინ დონატსის“ ობიექტებში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად დავეხმაროთ ჩვენ ბენეფიციარებს. უკვე დაახლოებით 100-ზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ.  We Help –ს აქვს ინოვაციური ყუთები. ეს არის ელექტრონული დახმარების საშუალება. ანუ როდესაც ადამიანი გადაწყვეტს დაეხმაროს  ვინმეს, შეუძლია ფეიბოქსის  ყუთში ჩააგდოს თანხა, რაც ავტომატურად აისახება როგორც ეკრანზე ასევე ონლაინ. შესაბამისად,  ჩვენი ფონდის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მაქსიმალურად კომფორტული, ეფექტური და გამჭვირვალე გახადოს ეს ყველაფერი“, –განაცხადა ფონდი We Help–ის წარმომადგენელმა,  გიორგი კოპალეიშვილმა.

რაც შეეხება World Vision–ს, ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბის და უთანასწორობის დასაძლევად. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მრავალხმრივი მიდგომის საშუალებით სოციაულრად დაუცველი ბავშვებისთვის  ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

„მიმდინარე ეტაპზე სამ თავშესაფარში  მომსახურეობას იღებს 120 მიუსაფარი ბავშვი. მომსახურეობათა სპრექტი არის მრავალფეროვანი. ეს არის სოციალური რეაბილიტაციის კურსი, ჰიგიენა ჯანდაცვა კვება, ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობები. აღსანიშნავია,  რომ მოცემული თავშესაფრები არის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო  ბიუჯეტი საკმაოდ შეზღუდულია. დღევანდელი ხელშეკრულება, რომელიც  ვისოლ ჯგუფთან გავაფორმეთ,  ერთი დიდი წინ გადაგმული ნაბიჯია  იმ კუთხით, რომ ჩვენ დავიწყეთ  აქტიური თანამშრომლობა ბიზნესთან ამ ტიპის სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. კონკრეტულად,  ამ ხელშეკრულების ფარგლებში  ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა  შემოწირულობების ყუთები  განვათავსოთ  „ვენდის“ კვების ობიექტებში და მისი მომხმარებლების მიერ გაღებულ თანხას, World Vision საქართველო სრულად გამოიყენებს იმისთვის, რომ მიუსაფარ ბავშვებს რომლებიც ცხოვრობენ ჩვენ თავშესაფრებში, ყოველდღიურად ქონდეთ სრულყოფილი და ჯანსაღი კვება“, – განაცხადა World Vision საქართველოს პროგრამის დირექტორმა ეკა ჟვანიამ.

 

 

(R)

Share