2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:05:43

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

2017 წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

ტურნირი 12-17 ივნისს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში 11 ივნისს   ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი ჩატარდა.

ჯამში, ევროპის ჩემპიონატი 6 დღის მანძილზე გასტანს და მასში მონაწილეობას, ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი, მიიღებს.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება. ევროპის ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში გათამაშდება - დაშნაში, ხმალსა და რაპირაში.

ვითიბი ბანკი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის და ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.

 

(R)

Share