
„ვენდი“ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უმასპინძლა.
„ქვიშის საათი“ არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც შშმ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება. ორგანიზაციის წარმომადგენელმა სალომე ლოლაძემ „ვენდის“ მადლობა გადაუხადა და სხვა კომპანიებსაც დახმარებისკენ მოუწოდა.
„ვენდი“ გახსნის დღიდან გვეხმარება და ჩვენ გვერდით არის. სხვადასხვა აქტივობებს უწყობს ბავშვებს. ეს არის წინასაახალწლო ზეიმი, რომელიც ძალიან მხიარული და ბედნიერი დღე არის ბავშვებისთვის. მათ ოჯახებს არ აქვს საშუალება, რომ ასეთი საღამოები მოუწყონ ხოლმე. დიდი მადლობა „ვენდის“ რომ ჩვენც ამის ნაწილი ვართ და მოვუწოდებდი ყველას, რომ მიბაძონ ვენდის და მათაც მიიღონ მონაწილეობა ბავშვების მხიარულებაზე“, – განაცხადა სალომე ლოლაძემ.
26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ ამერიკული რესტორანი 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით და 2 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, საახალწლო წარმოდგენებს ყველა მსურველისთვის გამართავს.
„ვენდიმ დაიწყო თავისი წინა საახალწლო ზეიმები, სადაც ბავშვებს ელოდებათ მრავალი სახალისო პროგრამა, მათი საყვარელი მულტიპლიკაციური გმირებით, სანტა კლაუსით და მრავალი სხვა საჩუქრით. დღეს, ჩვენ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ვუმასპინძლეთ და მათ მოვუწყეთ ძალიან სახალისო საღამო და ერთად ვცდილობთ შევუქმნათ საახალწლო განწყობა. 25 დეკემბრიდან ველოდებით ყველას „ვენდის“ საახალწლო ზეიმებზე“, – განაცხადა „ვენდის“ მარკეტინგის დირექტორმა ელენე კოხრეიძემ
წინასაახალწლოდ „ვენდიში“ სტუმრად მისულ ბავშვებს 2-საათიანი ჯადოსნური წარმოდგენა და სიურპრიზები ელით. უამრავი თამაში და საახალწლო აქტივობა, სანტა კლაუსი საჩუქრებით, სპეციალური საახალწლო მენიუ 2–ჯერ მეტი „ვენდის“ მონეტით ბავშვებს დაუვიწყარ დღესასწაულს აჩუქებს.
საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრებში, ფილარმონიის სალაროებსა და TKT.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 25 ლარია.
„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37–ში და აღმაშენებლის ხეივნის მე–13 კილომეტრზე, ასევე გორსა და წყნეთში მდებარეობს.
(R)
Share