ვალუტის კურსი

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით საგადასახდო სისტემების სრულყოფის მიმართულებით.
მხარეებმა საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენისა და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის საკითხებზე ისაუბრეს.
მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელსაც საშუალება ექნება სამუშაო რეჟიმში, ადგილზე საგადასახადო სფეროში ქართული მხარის მიერ მიღწეულ შედეგებს გაეცნოს.
(NS)
Share