
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვახორციელებთ, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას.
"კერძოდ კი, იმ რეფორმებს, რომელთა შესახებაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა. მათი იმპლემენტაცია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგრეთვე განხილული იყო მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა და მისი მიმდინარეობა.
შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
(NS)
Share