
სამშენებლო კომპანია, "სეუ - დეველოპმენტი" მოქალაქეების ტერორს ახორციელებს. ჟურნალისტი ეკა ლომიძის საცხოვრებელი ბინის პირდაპირ,ჯიქიას ქუჩის 7 ნომერში, სამშენებლო კომპანია მშენებლობას აწარმოებს. მშენებლობა კანონიერია მაგრამ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის ტერორი.
მე ვარ ძალადობრივი სახელმწიფო სისტემის მსხვერპლი. ძალიან რომ მიხაროდა, ბინა ვიყიდე და ისეთ ადგილზე საცხოვრებლად გადავედი, სადაც ჰაერი და სინათლე მექნება-მეთქი, მოვტყუვდი. თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურმა მიწა, რომელიც ჩემი კორპუსის წინ იყო და ყველანაირი ლოგიკით უნდა მოხმარებოდა გზას და მიმდებარე ინფრასტრუქტურის, სკვერის, გაზონის ან სულაც ბორდიურის მოწყობას, გაყიდა, ნარმანიას მერობის დროს.. მიყიდეს "სეუ დეველოპმენტს", რომელსაც, როგორც ყველა ვაჭარს, მადა იცოცხლე აქვს და ფეხებზე ჰკიდია მისი ტერიტორიის მომიჯნავედ მყოფთა ინტერსები. შესაბამისად, ჯერ ერთი, კორპუსს მიშენებს ცხვირწინ, ჩემი სახლიდან მომავალ სახლამდე მანძილი 5 მეტრია, როცა შეუძლია გვერდზე გაწიოს, მაგრამ მერე ალბათ მისი წინა კორპუსები ჩამოეფარება ახალს და ბინები ფასს დაკარგავს, ამიტომაც ურჩევნია მე დამიბნელოს მზეც და დამიხშოს სუნთქვის შესაძლებლობაც. ამას პლუს, მუშაობს შაბათს და კვირას, როდესაც ყველა ისვენებს და მათ შორის მეც, მაგრამ წარმოუდგენელი ხმაური, რომელიც მერიის ცხელი ხაზის ოპერატორს ტელეფონში მოვასმენინე, შეუძლებელს ხდის სახლში გაჩერებას. თურმე ხმაურის შესახებ კანონი მხოლოდ ღამის 23 საათიდან დილის 8 საათამდე მიცავს, სხვა შემთხვევაში სულიც გამფრთხობია. რა ქვეყანაა ეს? ვისთვის არის ეს ქვეყანა და რას ემსახურება სახელმწიფო სამსახურები? მოქალაქეების წამებით და ნელა მოკვდინებას? რა უნდა გავაკეთო რომ მივახვედრო საზოგადოება რატომ არ შეიძლება ასეთ ყოფაში ცხოვრება და რომ კანონები ადამიანების ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული და არა ვაჭრების. დიახ, ვაჭრების, რომელთაც საკუთარი მოგების იქით არაფრის დანახვა არ შეუძლიათ. რა გავაკეთო, რომ მომისმინოს სახელმწიფომ, დამინახოს, გაიგონოს ჩემი და უამრავი ადამიანის სატკივარი, ყელი გამოვიჭრა სახალხოდ, ვენები გადავიჭრა, თავი დავიწვა, თუ მოძალადეები ავაფეთქო? სეუ დეველოპმენტის დირექტორს ვურეკავთ მე და ჩემი მეზობელი ცალ-ცალკე, ნომერს არ პასუხობს, სად ჯანდაბში წავა? ვუჩივლებ პირველ რიგში მერიას, რომელიც ვალდებულია თუ მიწას ყიდის, იმ მიწაზე სწორად მშენებლობის ნორმებიც განსაზღვროს და დაიცვას, მე, საქართველოს მოქალაქე დამიცვას, რომ ვინმეს ბიზნესი ჩემზე ძალადობის იარაღად არ იქცეს, შესაბამისად, ისე, როგორც ხდება, შევაჩერებინებ მშენებლობას. " - აცხადებს ეკა ლომიძე.
ნახეთ ჟურნალისტ ეკა ლომიძის ვიდეო მიმართვა.
http://www.1news.ge/index.php?id=13385
Share