4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:54:42

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 4.9%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 12:38:38
204

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 19.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით მეტი) 929.5 მილიონი ლარით, ანუ 4.9 პროცენტით მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 671.8 მლნ ლარით ანუ 6.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2.3 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 257.7 მლნ ლარით, ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.2 პროცენტით).  

„მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 32.54 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  3.1 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.4 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

Share