-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:36

ლარი დოლართან 4, ევროსთან კი, 5 თეთრით გაუფასურდა

By: Admin
2017-12-27 22:58:26
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5751 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5372 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0379 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0536 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0079 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა. 

Share